“ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს? რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს?”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილმა სიცრუის პროპაგანდა უწოდა იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია გარეჯის საქმეს შეთითხნილად ნათლავს.
“ამ დროს თავად შემსრულებლებმა აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი, აბა რა არის თუ არ ჰქვია ღალატი?! რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? ასე არ შეიძლება გაგრძელება, მეგობრებო, ეს უნდა დასრულდეს! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ეს პროცესი იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა ჩამოვარდნილიყო აზერბაიჯანთან,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრება.