მთავარი ციტატა

“ოფიციალური პირებიდან ვიცით, რომ არის პრობლემა”- რატომ გადაიწია ვაქცინის შემოტანის პროცესი

„ოფიციალური პირებიდან ვიცით, რომ არის პრობლემა, მაგრამ რა პრობლემაა, სად შეიქმნა პრობლემა – რაოდენობაში, მოწოდებაში, ბიუროკრატიაში, ტრანსპორტირებაში. რეალურად ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. საერთოდ ამ მიმართულებით რამე მსჯელობა ძალიან რთულია. გამორიცხული არაფერია, მაგრამ მიზეზი რატომ მოხდა გადაწევა, არ ვიცით…”

ვახტანგ კალოიანი – ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი 

ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი-ორი კვირით გადაიწია.

თებერვლის ბოლოს ქვეყანა “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათასამდე დოზას ელოდებოდა.

იტვირთბა....