ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაქცინის შემოტანის პროცესმა გადაიწია” – რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი-ორი კვირით გადაიწია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ყველა შეთანხმება მკაცრად დროში ვერ სრულდება და ოდნავ გადაიწია ამ პროცესმა. გადაიწია ერთი ან ორი კვირით, არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები.

სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის არის ერთი კვირა. სამაგიეროდ, არის კარგი ამბები, რომ სხვადასხვა წყაროებიდან მოხდება ვაქცინის მოწოდება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

იტვირთბა....