პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფო ძალების გარკვეულ წრეებში კერ კიდევ პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც არეულობით არიან დაკავებულები. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მთვარობის ახალ კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას და ეს სახელმწიფოს გამოწვევაა.
“სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფო ძალების გარკვეულ წრეებში ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ უკმაყოფილობის განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, მათივე მონაწილეობით ქვეყანაში შეიქმნა.
საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას თუ რისთვის სჭირდებათ მათ საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება
ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის პ;ენარულ სხდომაზე დღეს იმსჯელებენ. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვის საჭიროა სულ მცირე 76 ხმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ “მოქალაქეები.”