ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დაგვარბევენ, კარგია, მობრძანდნენ. რაც მალე გაგვიტეხავენ თავებს, მით უფრო მალე დამთავრდებიან” – ბობოხიძე

“ამიტომ, არ ვმალავ, დაგვარბევენ, კარგია, მობრძანდნენ. არ დაგვარბევენ? – კიდევ უფრო უკეთესი. რადგან თვითმიზანი არც მელიას დაკავებაა ჩემთვის და არც დაკუთარი თავის გატეხვა. არანაირად არ მსიამოვნებს, მაგრამ მზად ვართ, თავები მივუშვიროთ და გაგვიტეხონ. რაც მალე გაგვიტეხავენ, მით უფრო მალე დამთავრდებიან. ძალადობა არ არის გამოსავალი პოლიტიკაში.”

აკაკი ბობოხიძე – “ევროპული საქართველოს” წევრი.

ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, 18 თებერვალს იგეგმებოდა ნიკა მელიას დაკავება და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ დაიძრა, მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, იმ დღესვე ახალი პრემიერის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. აღნიშნული ცვლილების თანახმად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, მის ადგილს მინისტრთა კაბინეტში, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძეა წარდგენილი.

პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი 22 თებერვალს იმსჯელებს.

იტვირთბა....