ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ღარიბაშვილს თუ უნდა შეამციროს მისდამი ნეგატივი საზოგადოებაში, უნდა მოიქცეს შემდეგნაირად…“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელის მეშვეობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარგენის ფაქტს ეხმაურება და წერს:

„ღარიბაშვილს თუ უნდა მცირედად მოაბრუნოს ოცნების ამომრჩევლები და შეამციროს მისდამი ნეგატივი ფართო საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციასთან და მედიასთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, უნდა მოიქცეს შემდეგნაირად:

1. “ქართული ოცნების” თავმჯდომარედაც დაბრუნდეს, კობახიძე დატოვოს ან უბრალო დეპუტატად ან გადაიყვანოს სადმე საშუალო აღმასრულებლად და თანმიმდევრულად ჩამოიშოროს.

2. “ქართული ოცნების” პოლიტ საბჭო გადაახალისოს, გაუშვას მაღლაფერიძეც, კობახიძის ფლანგიც.

3 . ჩამოაცილოს “ქართულ ოცნებას” თალაკვაძე-მდინარაძის ნაწილიც პარლამენტის თავმჯდომარისა და ფრაქციის ხელმძღვანელობიდან (კობახიძის კლანი).

4. გააპასიუროს მელიას სამართალდევნის საკითხი.

5. მოხსნას შეზღუდვები.

6. უზრუნველჰყოს ვაქცინების ნაწილის შემოტანა მაინც.

7. არ დაიწყოს ნეგატიური პროპაგანდისტული კამპანია გახარიას წინააღმდეგ.

8. უზრუნველჰყოს ცესკოს ხელმძღვანელის – თამარ ჟვანიას წასვლა თანამდებობიდან.

9. დაიწყოს მუშაობა და მოლაპარაკების პროცესი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

10. უზრუნველჰყოს მმართველი პარტიების საჯარო პასუხისმგებლობა და დააბრუნოს კრიტიკულ მედიასაშუალებებში მათი თანამონაწილეობა.

ეს 10 ნაბიჯი მას მისცემს საშუალებას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში პოზიტიური ეფექტი შექმნას და გაიმყაროს პოზიციები იმ ნაბიჯების გადადგმიტ, რაც უკიდურესად საჭირო და საჩქაროა”, – წერს არჩილ გამზარდია.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ დაიძრა, მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, იმ დღესვე ახალი პრემიერის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. აღნიშნული ცვლილების თანახმად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, მის ადგილს მინისტრთა კაბინეტში, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძეა წარდგენილი.

პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი 22 თებერვალს იმსჯელებს.

იტვირთბა....