“ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, პასუხს ვიზალიბერალიზაციაზე მომავალი კვირის განმავლობაში. წინასწარი მონაცემებით, ეს დასკვნა არის საქართველოსთვის ხელსაყრელი, სასიკეთო, თუმცა მაინც დაველოდოთ ტექსტს”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, მსოფლიოში არსებული პრობლემები არათუ გავლენას არ მოახდენს, შესაძლოა დააჩქაროს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება.
“ვიცით ზუსტად განწყობები ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში და გვჯერა, რომ მიმდინარე პრობლემები არამხოლოდ ევროპის მასშტაბით, რაც უკავშირდება მიგრაციულ პროცესებს, ტერორისტულ საფრთხეებს, გავლენას არ მოახდენს საქართველოს დაახლოებაზე ევროკავშირთან და პირიქით, შესაძლოა, რაღაც საკითხებში დაჩქარებული იყოს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.