შესაძლოა, ამერიკელებს პირბადეების ტარება 2022 წელსაც მოუწიოთ. – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Guardian აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო იქნება, თუმცა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა გაზრდილი ვაქცინაციის ხარჯზე მოიხსნება.
შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, შეერთებულ შტატებში COVID-19-ით 28.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 509 897 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, მანამდე ენტონი ფაუჩი აცხადებდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდებო ვაქცინა, შესაძლოა, გრიპების ვაქცინის მსგავსად, ყოველწლიური გახდეს.