ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტში საჭიროა ისეთი ლიდერები, რომლებსაც აქვთ ძარღვი, ხერხემალი და რწმენა, რომ ყველაზე დიდები აბალანსონ” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

ჩერგოლეიშვილი თავის პოსტში, პრემიერის გადადგომის საკითხს ეხება, ასევე, ხელისუფლებაში ლიბერალური- დემოკრატების არსებობაზე, ნატოში გაწევრიანებაზე, დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობასა და სხვა გამომწვევ პრობლემებზე საუბრობს.

“როგორც ინდივიდისთვის, ისე პოლიტიკური ძალისთვის, გაცილებით უფრო შედეგიანია ჰქონდეს არა მოლოდინები, არამედ ამოცანები.

ეს გახარიას წასვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა (და კიდევ ბევრჯერ დადასტურდება).

ჩვენ იმას კი არ უნდა ველოდებოდეთ, რას იზამს საპირისპირო მხარე, ჩვენ უნდა ვისახავდეთ ამოცანებს და ვქმნიდეთ ისეთ გარემოებებს, რაც ამ ამოცანების შესრულებას რეალისტურს გახდის.

(ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის, არ გამოვიდა არაფერი, დასავლეთი თქვენი წინააღმდეგია, ისა ესა …. ჩაქუჩივით იქნევდნენ ამ კითხვებს ჟურნალისტები).

1. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ამ ქვეყანაში სიღატაკის და ომის არ ეშინოდეთ.

ამისთვის მინდა  NATO!

2. იმისთვის რომ  NATO!-ში მოვხვდეთ, უნდა ვიყოთ დასავლური ტიპის ლიბერალური- დემოკრატია.
ანუ უბრალოდ ბიძინა კი არ უნდა შეიცვალოს, ის უნდა შეიცვალოს უფრო დემოკრატიული ხელისუფლებით.

3. “დიდი დემოკრატები” არ იბადებიან, არსებობენ დემოკრატიული სისტემები რაც ადამიანებს დემოკრატიული ქცევისკენ უბიძგებს.

მაშინ, როცა ჩვენ არ გაგვაჩნია დამოუკიდებელი სასამართლო და ის ორ დღეში ვერ შენდება, ხელისუფლების დემოკრატიული ქცევისკენ იძულების საუკეთესო სისტემა არის პროპორციული სისტემა – ყველა ძალას, როგორი დიდიც არ უნდა იყოს, უნდა ეშინოდეს, რომ თუ თავს გავა და კომპრომისებზე უარს იტყვის – მთავრობა დაეშლება.

4. იმისთვის, რომ პროპორციულმა სისტემამ იმუშაოს, მხოლოდ სისტემა არ არის საკმარისი, საჭიროა ამ სისტემის წევრი ინდივიდების ნება – საჭიროა ამ სისტემაში ისეთი პარტიები იყვნენ, რომლებმაც პროპორციული სისტემით სარგებლობა იციან.

ამას გარდა, პარლამენტში საჭიროა ისეთი ლიდერები იყვნენ – რომლებსაც აქვთ ძარღვი, ხერხემალი და რწმენა, რომ ყველაზე დიდები აბალანსონ და საჭროების შემთხვევაში, დაშლის საფრთხე შეუქმნან, თუ კომპრომისზე არ წავა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთში აზელვა არ მოხდეს და ივანიშვილი ისევ ერთი გაურკვეველი ოპოზიციური მასის წინაშე არ დავტოვოთ – ისევ მოიგებს.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტოქსიკური, რეტროგრადი ლიდერები, რომლებიც სამ სიტყვას ვერ აბამენ, უაზრო სადღეგრძელოებით დაგვღრიალებენ და ვერც კი ხსნიან იმას, რა უნდათ, როგორ საქართველოს ხედავენ, რა ხედვა აქვთ ამ ქვეყნის განვითარების, გარდა იმისა, რომ ძალაუფლების ლუკმის პირში ჩაგდებისკენ ისწრაფიან – წარსულში დავტოვოთ.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

როგორც ინდივიდისთვის, ისე პოლიტიკური ძალისთვის, გაცილებით უფრო შედეგიანია ჰქონდეს არა მოლოდინები, არამედ ამოცანები.

ეს…

Posted by Tamara Chergoleishvili on შაბათი, 20 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....