ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან გაანთავისუფლა” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან, დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს…” – აღნიშნული განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიტატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვილსას განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს გამარჯვება იმ ძალების დამარცხებით მოიპოვა, რომელიც ხელისუფლებას უზურრპირებული ჰქონდა.

“2012 წელს ქართულმა ოცნებამ გამარჯვება მოიპოვა იმ ძალის დამარცხებით, რომელსაც, პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება, მიტაცებული როგორც მთელი ძალაუფლება, ასევე კონტროლიც. უნდა ითქვას პირდაპირ მეგობრებო, რომ ამ ძალას ფეხქვეშ გათელილი ჰქონდა კონსტიტუცია..

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ, პირდაპირ ვიტყოდი, გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან. მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს დამნაშავე ძალა[ნაციონალური მოძრაობა], მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი, რადგან ვერ შეძლებს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან, დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს…” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სხდომა მიმდინარეობს.

იტვირთბა....