კენტუკის უნივერსიტეტის მოლეკულური და უჯრედული ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რებეკა ჰოლანდი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ვირუსოლოგები კორონავირუსზე 75%-ით უფრო მაღალი სიკვდილიანობის მქონე ახალი პანდემიის რისკების შესახებ საუბრობენ.
გამოცემა The Sun-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში რებეკა ჰოლანდი ასევე აცხადებს, რომ მომავალი პანდემიის მიზეზი შესაძლოა ნიპას ვირუსი გახდეს, რომლის გარდაცვალების მაჩვენებელიც 45-დან 75 პროცენტამდე მერყეობს.
ვირუსოლოგის მოსაზრებით, ვირუსის გავრცელების მიზეზი შესაძლოა საერთაშორისო მგზავრობები და გადაზიდვები გახდეს, რომლის მეშვეობითაც ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელებას ასიმპტომური გადამზიდავების საშუალებით შეძლებს.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ვირუსის სიმპტომებია შეშუპება, კრუნჩხვა, პირღებინება და სხვა სიმპტომები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ნიპა შეიძლება ასიმპტომური იყოს, მაგრამ მას შეუძლია სუნთქვის დაავადებების და ენცეფალიტის პროვოცირება. მეცნიერები ასევე გამოხატავენ შეშფოთებას ვირუსის ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდის გამო, რომელიც 45 დღემდე გრძელდება.
ნიპას მატარებლები ღამურები და ღორები არიან. 1999 წელს ნიპას ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად მილიონზე მეტი ღორი მოკლეს.