შაბათის ფორმულა პრემიერობის ახალი კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშრებით ინფორმაციას ექსკლუზიურად ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პრემიერმ-ინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი რევანშისთვის ემზადება.
“ფორმულას” ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის წასვლის შემდემ, რიგში თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ნაცვლიშვილი არიან.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ დაიძრა, მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, იმ დღესვე ახალი პრემიერის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. აღნიშნული ცვლილების თანახმად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, მის ადგილს მინისტრთა კაბინეტში, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძეა წარდგენილი.
პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი 22 თებერვალს იმსჯელებს.