მთავარი ციტატა

“ღარიბაშვილი ივანიშვილის პირველი და უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი იქნება”- გიგი უგულავა

“მოგეხსენებათ კომიზმი და ტრაგიზმი არის ახლოს ერთმანეთთან. ტრაგიკომედიას ვუყურებთ, როდესაც ღარიბაშვილს დაბრუნებულს ვხედავთ. ტრაგიზმი მდგომარეობს პირველ რიგში ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ ღარიბაშვილი იყო მისი პირველი და იქნება მისი უკანასკნელი პრემიერმინისტრი. ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობასთან ერთად ივანიშვილი დაასრულებს ამ ქვეყანაში ბატონობას.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” წევრი

ამის შესახებ გიგი უგულავამ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, მმართველმა გუნდმა მის ადგილზე ახალი კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი 22 თებერვალს იმსჯელებს. 

 

იტვირთბა....