მთავარი ციტატა

“ვითარება ძალიან საშიშია, გვყავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გასცენ ტრაგიკული ბრძანებები”- გიორგი მარგველაშვილი

“აქ ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები არის ივანიშვილი. და ივანიშვილი ფორმალურად სრულიად გამიჯნულია ამ პროცესებისგან, შესაბამისად, მას ნაკლები რისკი აქვს, რომ შემდეგ, მას ფორმალურად ვინმე დასდებს ბრალს ამ ყველაფერში. აქედან გამომდინარე, ვითარება ძალიან საშიშია. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაცსენ ტრაგიკული რძანებები, ისე რომ არც კი გაიზარონ რამდენად საშიშია ეს ქვეყნისთვს და თუნდაც მათთვის, ვერ გაიაზრებენ, ვერ გააგებინებ.”

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა “პოლიტიკურ პარასკევში” განაცხადა, რითიც ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

იტვირთბა....