ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსის ტესტზე უარის თქმის შემთხვევაში მოქალაქეებს სამთვიანი პატიმრობა ემუქრებათ – ფინეთის მთავრობა

“მათ, ვინც COVID-19-ზე ტესტის ჩატარებაზე უარს იტყვის, ჯარიმა დაეკისრება, ან სულაც სამ თვემდე პატიმრობა,”  – აღნიშნულ ინფორმაცის ფინეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფინეთის მთავრობა აღნიშნული განცხადებით, მოქალაქეებს აფრთხილებს და დასძენს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის ბრძილის მიზნით კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ზომა განსაკუთრებით აეროპორტში იქნება გამოყენებული.

ადგილობრივი მედია წერს, რომ პარლამენტი კანონპროექტზე დღესვე დაამტკიცებს, რის შემდეგ მას მოაწერს ხელს და ის 22 თებერვალს ამოქმედდება.

18 თებერვლის მონაცემებით, ფინეთში კორონავირუსის 52 209 შემთხვევა დადასტურდა, 725 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან მოსახლეობის 5,5% (243 973 ადამიანი) უკვე ვაქცინირებულია.

იტვირთბა....