“ღარიბაშვილის გაპრემიერება არის ივანიშვილის წარუმატებლობის აღიარება და მისი პიროვნული ტრაგედია…”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.