aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენა ოპოზიციასთან აგრესიული ანგარიშსწორების წყურვილითაა განპირობებული” – ბერძენიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენა ოპოზიციასთან აგრესიული ანგარიშსწორების წყურვილითაა განპირობებული,” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბერძენიშვილი თავისივე პოსტში აღნიშნავს, ხელისუფლებამ დასავლეთის მყისიერი რეაგირება და დიალოგისკენ დაჟინებული მოწოდება მიიღო პასუხად.

“ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენა ოპოზიციასთან აგრესიული ანგარიშსწორების წყურვილითაა განპირობებული.

დასავლეთის მყისიერი რეაგირება და დიალოგისკენ დაჟინებული მოწოდება (განსაკუთრებით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები, იპპ, საელჩოები, ლიტველების საშუამავლო დელეგაციის ჩამოსვლა, პრეზიდენტად მომუშავე სალომე ზურაბიშვილის იძულება, რომ მას დიალოგის მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა…) მიიღო პასუხად ხელისუფლებამ.
ორივე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულება – სადამსჯელო ოპერაციაც და დიალოგზე იძულებაც მაქსიმალურად გამოკვეთილია.

ივანიშვილს თავი გროსმაისტერი ჰგონია. ვნახოთ, ეცდება თუ არა “მრავალი სვლის” თვითგათვლით( სინამდვილეში ის პრიმიტიულად ერთი სვლით თამაშობს) მოულოდნელი ” განმუხტვის” ვერსიის შემოთავაზებას ( 20 ივნისიდან რამდენიმე დღეში პროპორციულის დაპირება გავიხსენოთ). მაგალითად, არსებული სისტემით 30 “ჩასაჯიბებელი” მაჟორიტარის იმედად რომელიმე თარიღით ვადამდელი არჩევნების დაპირებას, თუ დასავლეთის პოზიციას და ოპოზიციის წინააღმდეგობას ლუკაშენკასავით არასაკმარის, გადასალახავ ზეწოლად ჩათვლის და ” შტურმავიკ” მოურავს უხეშ ძალას გამოაყენებინებს.

ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ან/ან მდგომარეობას ვუახლოვდებით. ევროატლანტიკურ სივრცეში ან შესვლის, ან უკან გადაგდების დრო გვიახლოვდება.” – წერს დავით ბერძენიშვილი.

ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენა ოპოზიციასთან აგრესიული ანგარიშსწორების წყურვილითაა…

Posted by David Berdzenishvili on პარასკევი, 19 თებერვალი, 2021

 

 

იტვირთბა....