ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი შესვლა ჯობდა “საჭურის-დეპუტატებად” ამ სამარცხვინო პარლამენტში თუ ამ “რუსეთის ხელისუფლების ჩამოშლა?!” – თაკო ჩარკვიანი

“კანონი და სამართლიანონის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ჩარკვიანი აღნიშნულ მიმართვაში პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე, ოპოზიციის ბოიკოტზე, გიორგი გახარიას გადადგომისა და დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის, თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით საუბრობს.

“რომ მეკითხებოდნენ, რატომ არ შედიხართ პარლამენტში და საერთოდ, რატომ გააკეთე დილის 4 საათზე განცხადება პარლამენტში არ შესვლაზეო, რატომ არ შედიხართ ოპოზიცია პარლამენტშიო?!
აი ამიტომ: ეს სწორედ თანმიმდევრული ბრძოლის გეგმის ნაწილი და შედეგია – ქართული ოცნების მთავრობის ხელისუფლების ჩამოშლა .

ჩვენი შესვლა ჯობდა “ საჭურის-დეპუტატებად – მონებად “ამ სამარცხვინო პარლამენტში თუ ამ “რუსეთის ხელისუფლების “ჩამოშლა?!

გახარია გადადგა ანუ მთავრობა გადადგა! ახლა, თამარ ჟვანია გადადგა!

დასავლეთი მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციას, რომელმაც დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა უკანონობისგან!

კომუნისტი გავრილოვის ბრძანებების შესრულებას და რუსეთზე რბილი ძალით ქვეყნის გადაბარებას არავინ დაუშვებს!

აი ამიტომ იყო და არის სწორი – ბოიკოტი!

ზუსტად ვიყავი ( პირველი წუთიდან) დარწმუნებული , რომ ეს იყო ერთადერთი პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი.

ეს იყო გააზრებული და ერთადერთი სწორი ნაბიჯი!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა, სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხელისუფლებამ პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

იტვირთბა....