ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„კომ­პლექ­სი მქონ­და, ვიტყუებოდი, მშობლებს სულ ვსაყვედურობდი…” – მელია საკუთარ სახელზე ისტორიებს იხსენებს

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ თა­ვი­სი სა­ხე­ლის ის­ტო­რი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვო­ბა­ში აკომ­პლექ­სებ­და, როცა ნი­კა­ნორს ეძახ­დნენ და სკო­ლა­ში იტყუ­ე­ბო­და კი­დეც:

“სულ ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი მა­მა­ჩემს და დე­და­ჩემს, რა­ტომ და­მარ­ქვით ეს სა­ხე­ლი­-თქო. თა­ვი­დან კომ­პლექ­სი მქონ­და, არ და­გი­მა­ლავთ. სკო­ლის ჟურ­ნალ­ში ნი­კო­ლოზს ვა­წე­რი­ნებ­დი. სი­ა­ში 21-ე ვი­ყა­ვი და ეწე­რა – ნი­კო­ლოზ მე­ლია. ნი­კო­ლო­ზი ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლია… ბა­ბუ­ა­ჩემს ერ­ქვა ნი­კა­ნო­რი, გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლო­აო – ამით მა­ნუ­გე­შებ­და მა­მა­ჩე­მი. ახლა შე­ვეჩ­ვიე ამ სა­ხელს და ვი­ღა­ცას თუ ჰგო­ნია “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ასე რომ მომ­მარ­თავს, მაკ­ნი­ნებს, ცდე­ბა – ამ ასაკ­ში ძა­ლი­ან მომ­წონს ეს სა­ხე­ლი”, – აღ­ნიშ­ნა “ღამის მთავარში” მე­ლი­ამ.

მან­ვე გა­იხ­სე­ნა სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რია იმ პე­რი­ო­დი­დან, როცა 2014 წელს თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი იყო:

“უმ­რავ­ლე­სო­ბა მიც­ნობს რო­გორც ნიკა მე­ლი­ას. ბევ­რი მი­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და აღ­მო­ა­ჩი­ნა ბი­უ­ლე­ტენ­ში ნი­კა­ნორ მე­ლია. ერთი მე­გო­ბა­რი გვყავს მე და ბაჩო დო­ლი­ძეს, ბაჩო “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ახა­ლი სა­ხეა და მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია ჰენ­რი. ბაჩო მა­შინ იყო ვა­კის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი. ეს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი მი­ვი­და ნიკა მე­ლი­ას და ბაჩო დო­ლი­ძის შე­მო­სა­ხა­ზად და ბი­უ­ლე­ტენ­ში დახ­ვდა – ნი­კა­ნორ მე­ლია და ჰენ­რი დო­ლი­ძე, გა­გიჟ­და ის კაცი” – გა­იხ­სე­ნა ნიკა მე­ლი­ამ.

იტვირთბა....