aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სკოლებში დაიწყეს პორნოგრაფიის ჩვენება” – რა მიმართვას ავრცელებს ჟორჟოლიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშნვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ღარიბაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” დასასრული არ არის.

„როდის იყო ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი? 2012 წელს. მაშინ როცა ნაცები ისედაც დამთავრებულები იყვნენ. ქუჩაში გამოსვლა უჭირდათ, ლიდერები კი არა, მათი მეგობრებიც კი ქვეყნიდან წასულები იყვნენ.

რა მოხდა?

სკოლებში დაიწყეს პორნოგრაფიის ჩვენება, ნაცების ბალასტი დალაგდა ქოცებთან, ჭიკაიძემ თალიბანის სიყვარული აღიარა, აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველაფერი ისეთი საზიზღარი გახდა რომ ქოცების ამომრჩევლებმაც კი დაიწყეს საუბარი, რომ ამათ ისევ ნაცები ჯობდნენო. მათივე ამონრჩევლის შეცვლილი ტონი კი კახელების კლასტერმა და კომიკურმა საკადრო პოლიტიკამ განაპირობა.

ამას ვახსენებ იმ რამდენიმე მარგინალს ვისაც გულს ფხანს ღარიბაშვილის სულელის და შტერის ძახილი ეკრანიდან. მეგობრებო, ღარიბაშვილი ნაცებს დაასრულებს კი არა, მისი დამაახურებაა დასრულებული ნაცები მკვდრეთით რომ აღ(ს) დგნენ.

მას შემდეგ 9 წელი გავიდა, რომელიც უკვე ქართული ოცნების 9 წელია, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ახლა, დავამთავრებო, რომ ამბობს უკვე იუმორის ჟანრია“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, 17 თებერვალ თბილისის საქალაქო სასამალომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა.  როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

 

იტვირთბა....