მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა მინისტრთა კაბინეტშიც ცვლილებები იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, პოსტს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დატოვებენ. ასევე, იუსტიციის მინისტრის პორტფელს ამჟამინდელი მოადგილე, აკაკი საღირაშვილი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი კი შესაძლოა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა, გახდეს.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ერთადერთი მინისტრი, ვისი შეცვლაც გუნდში იგეგმება ღარიბაშვილია, თუმცა ცვლილებები მაინც მოსალოდნელია. ჯერ არ სახელდება თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა.
შეგახსენებთ, 17 თებერვალ თბილისის საქალაქო სასამალომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.