„აუცილებლად გამოვალ გარეთ და საპროტესტო აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას, ვფიქრობ, ამისგან ვერავინ შემაკავებს და ეს მოხდება უახლოეს დღეებში. ახლა მთავარია არა ის, რომ უნდა ვიფიქრო, შემოვა ირაკლი ღარიბაშვილის სპეცდანიშნულების რაზმები და რეპრესიული მანქანა ამუშავდება ბიძინა ივანიშვილის მიერ თუ არა, არამედ, გავითვალისწინოთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ელჩების პოზიცია და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ.”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, 17 თებერვალ თბილისის საქალაქო სასამალომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.