“არ შემიძლია არ აღვნიშნო… ამ ადამიანმა ნამდვილად მიიღო სწორი გადაწყვეტილება. არა მარტო ჩემს სასარგებლოდ, თუმცა, მხოლოდ ეს ნაბიჯი სიტუაციას ვერ შეცვლის.”
ნიკა მელია – “ნაცმოძრაობის” თავჯდომარე
ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ნიკა მელიამ ამავე გადაცემაში პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, 17 თებერვალ თბილისის საქალაქო სასამალომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.