მთავარი ციტატა

,,აუცილებლად გამოვალ გარეთ და საპროტესტო აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას” – ნიკა მელია

,,აუცილებლად გამოვალ გარეთ და საპროტესტო აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას, ვფიქრობ, ამისგან ვერავინ შემაკავებს და ეს მოხდება უახლოეს დღეებში”.

ნიკა მელია – “ნაცმოძრაობის” თავჯდომარე

ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

ნიკა მელიამ  ამავე გადაცემაში პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებაც ისაუბრა.

შეგახსენებთ, 17 თებერვალ თბილისის საქალაქო სასამალომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

 

იტვირთბა....