ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წაიტეხენ კისერს და ამით დამთავრდება ყველაფერი” – პოლიტოლოგის განმარტებით “ოცნება” გახარიას ჩამოშორებით არალეგიტიმური დარჩა

“ქართული ოცნების” პარტია გიორგი გახარიას ჩამოშორებით აბსოლუტურად არალეგიტიმური დარჩა” – აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “დღის კურიერში” გააკეთა.

პოლიტოლოგის განმარტებით, -“ღარიბაშვილი, დამერწნუნეთ და კობახიძე, არავის არ აურჩევია, შესაბამისად ამან გახსნა გზა.”

“გახარიას ჩამოშორებით, ფაქტობრივად, ეს პარტია დარჩა აბსოლუტურად არალეგიტიმური. ღარიბაშვილი, დამერწნუნეთ და კობახიძე, არავის არ აურჩევია, შესაბამისად ამან გახსნა გზა. როდესაც შენ ხარ ძალიან სუსტი, უნდა გეყოს იმის გონება, რომ ცოტა შეიკავო საკუთარი ამბიციები, მაგრამ ნუ, ეს ადამიანები ახლა აფექტში არიან ხო?! მათი მთავარი ამოცანაა, რომ თავისი შინაგანი სისუსტე გადაფარონ ამ ვითომ მაგარი ბიჭის თამაშით. რაღაც პერიოდი გააგრძელებენ ამ მაგარ ბიჭობანას თამაშს, წაიტეხენ კისერს და ამით დამთავრდება ყველაფერი,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, პარტია „ქართულმა ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე შეთანხმდნენ. პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....