ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა ცდილობდა, ივანიშვილისთვის თავი მოეწონებინა, მაგრამ ეს ხდებოდა სხვების ჩარეცხვით”- სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, “ქართული ოცნების” გუნდში განხეთქილება 2012 წლიდანვე დაიწყო. ამის შესახებ გოგაშვილმა რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემა “რეალური პოლიტიკაში” განაცხადა.

გოგაშვილის თქმით, გუნდის წევრები ცდილობდნენ, ბიძინა ივანიშვილისთვის თავი მოეწონებინათ.

“გუნდში განხეთქილება 2012 წლიდან დაიწყო. ეს იყო სამწუხარო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ადამიანს, რომელმაც ეს გუნდი შექმნა. ყველა ცდილობდა მისთვის თავი მოეწონებინა, მაგრამ ეს თავის მოწონება მიდიოდა სხვების “ჩარეცვხაში.” ამან გამოიწვია დაპირისპირებები. აღარ მოვყვები, 2013 წლიდანვე როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ,’- აცხადებს გოგაშვილი.

გოგაშვილის თქმით, თავიდანვე ბევრი შეცდომა იყო დაშვებული “ქართული ოცნების” მხრიდან და როგორი ძალაც 2012 წელს ჰქოდათ, ახლა ის ძალა აღარ აქვთ.

იტვირთბა....