ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზიზღს იწვევს, რაც ქვეყანაში ხდება”- ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენეზე

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ყოფილი პრეზიდენტი საქარტველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ წავა ცუდი გზით.

მისი თქმით, სერიოზულად აღელვებს ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.

„ნუ წახვალ ამ გზით, საქართველო. ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომელიც მოხარული იქნება თქვენი იგნორირებით – ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. ისინი კვებავენ თვითწარმოქმნილ ნარატივს თქვენზე, რომ რეფორმების გატარება არ შეგიძლიათ და არ იმსახურებთ მხარდაჭერას,“- წერს ყოფილი პრეზიდენტი.

დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ “ღრმად შეშფოთებული” ვარ, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად ვარ აღელვებული, ზიზღს იწვევს, რაც ქვეყანაში ხდება, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთვის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი გავატარე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო!“- წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი.

იტვირთბა....