მთავარი ციტატა

“ხელისუფლებამ გახარიას ჩაუდო 20 ივნისის სროლის ბრძანება და მან ეს შეიტენა”- გია ხუხაშვილი

“პირდაპირ ვიტყვი, 20 ივნისი არ არის გახარიას კომპრომატი. 20 ივნისი გახარიას კომპტომატია მხოლოდ ნაწილობრივ, იმაში, რომ როდესაც მას ჩაუდო ხელისუფლებამ  20 ივნისის სროლის ბრძანება, გაჩუმდა და რასაც ჰქვია შეიტენა. ივანიშვილი აწინაურებს მაშინ, თუ მასზე ფლობს ისეთ კომპრომატს, რომელითაც ის მუჭში ჩაიდებს.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

ამის შესახებ აგია ხუხაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა  შეუფარდა.

იტვირთბა....