მთავარი ციტატა

“ეს არის მაფიისთვის დამახასიათებელი”- გია ხუხაშვილი ივანიშვილზე

“ივანიშვლმა ჩაუდო გახარიას იმ ტიპის კომპრომატი, ჰყავდა მუჭში და მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნა პრემიერად. ეს არის მაფიისთვის დამახახიათებელი, ვიღაცას რომ იღებს, რაღაც უნდა ჩაადენონოს, ამის შემდეგ არის ის სანდო.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

ამის შესახებ ხუხაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

გადაცემაში ხუხაშვილმა განაცხადა რომ 20 ივნისის მოვლენები არ არის გიორგი გახარიას კომპრომატი. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა  შეუფარდა.

 

იტვირთბა....