სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა. მისი თქმით, გახარია კრიტიკულ მომენტში წავიდა, რაც “ქართულ ოცნებაში” არაგუნდურობაზე მიგვანიშნებს.
“გაქცეულზე მიყოლება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ამ კრიტიკულ დროს წასვლა( გაქცევა) ისევ ხაზს უსვამს არაგუნდურობას ოცნებაში. ზოგადად კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა, მაგრამ ზუსტად დღეს?? თუმცა პასუხი გასაცემია საზოგადოებისთვის იმ პრობლემებზე, რაც მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად – 2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა.
ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება..
To be continued”, – წერს სოსო გოგაშვილი.