„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, დავით დარჩიაშვილი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება.
„წავედით რეპრესიებისა და სამოქალაქო ომის გაკვალულ ბილიკზე. ვნახოთ, ჯებირს გახეთქვისგან კიდევ რამე თუ შეაფერხებს“, – წერს დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამარლომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.