ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ენმ-ის ოფისთან ბაზაა, პოლიცია ყოველდღე გადაადგილდება, განსაკუთრებული არაფერი ხდება” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

უწყების ინფორმაციით, ბაზაზე თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

“აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება. დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება”. – ამბობენ შსს-ში.

შეგახსნებთ, შსს-ის საგანგებო განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის შენობის ეზოში სპეცრაზმელების მობილიზება ხდება. თანამშრომლები მანქანებსი ეკიპირებას აწყობენ. ისინი ფარებს, ხელკეტებს ალაგებენ მანქანაში. ასევე, ქუცებშია გასული წყლის ჭავლის მანქანები. ასევე, ცნობილია, რომ “:ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ოპოზიციის წევრების მობილიზება ხდება.

იტვირთბა....