ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, ეს იქნება შიშით ნაკარნახევი”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მის საქმეზე სასაპართლო პროცესს პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს და მოსამართლოს განაჩენს ელოდება.

საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ნიკა მელია აცხადებს, რომ რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს მოსამართლემ, ეს იქნება “შიშით ნაკარნახევი.”

„ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, (მიიღონ არა, გადაწყვეტილებას იღებენ, როცა მსჯელობენ, აანალიზებენ და აქედან გამომდინარე, დასკვნა გამოაქვთ და მერე განაჩენს წერენ). უბრალოდ, გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად უკვე მიიღო. ორივე შემთხვევაში, ეს შიშით ნაკარნახევი იქნება,”- აცხადებს ნიკ ამელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესს არ ესწრება თავად ნიკა მელია. ის სასამართლო პროცესს თვალს პარტიის ოფისიდან ადევნებს. ოფისში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერებიც.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 88 დეპუტატის ხმით შეუჩერდა.

იტვირთბა....