ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როდის მოიხსნება “კომენდანტის საათი” – ნათია თურნავას განმარტება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა უფრო დიდხანს უნდა დარჩეს. მისივე თქმით, მოთხოვნა იმისა, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას არაადეკვატურია.

„მე ვფიქრობ, რომ ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების ძალიან მკაფიო პოზიცია, არის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს და სწორედ ეს შეზღუდვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ თუნდაც დახურული სივრცეები რესტორნების, თუნდაც ფიტნესები ან სხვა დავუშვათ ისეთი სფერო, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეზღუდვაში.

ასეთ დროს რადიკალური მოთხოვნა იმისა, რომ ამდენი რამ რომ გახსენი, ბარემ ყველაფერი გახსენი, ეს არის აბსოლუტურად არაგონივრული პოზიცია. გვესმის, რომ ყველას საკუთარი ბიზნესი სტკივა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა ვართ პასუხისმგებელი მთელ საზოგადოებაზე, ყველას ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა თურნავამ.

იტვირთბა....