“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე მისი კარატის მასწავლებელი იყო. ამის შესახებ მან „მთავარ არხს” განუცხადა.
„ანზორ ჩუბინიძე, ჩემი ყოფილი კარატის მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდობაში კარატეს მასწავლიდა. მაშინ მართლა წესიერი კაცი იყო, ეტყობა საჩხერელი რომ იყო, იქ გაიცნო, ესეც პირადი მცველი არის სახელმწიფი უსაფრთხოების ვითომ უფროსად. პირადი მცველები დანიშნა გესმის? და ეს ადამიანები ჩვენ გველაპარაკებიან როდემდე? როდემდე უნდა გველაპარაკონ კანონზე!” – განაცხადა ნიკა მელიამ.