“დღეს ფეისბუქში მომწერა ერთმა გოგომ, ასულმა, არ მინდა კნინობითი ფორმით გამომივიდეს. შენ რანაირი ექიმი ხარო, პირბადის ტარებას მოგვიწოდებ და გვაძალებო. დიახ, ექიმთან რომ მოდიხარ, ექიმი იმას არ გეტყვის რაც შენ გესიამოვნება. ექიმი სწორ დიაგნოზს დაგისვამს, ზოგჯერ ნემსს გაგიკეთებს, ზოგჯერ ოპერაციას შემოგთავაზებს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია შენ წინ დაგხვდეს სწორად გაკეთებული, რომ პრევენციულად, მერე გართულებაში არ ამოყო თავი და რეციდიულად, რამე თავს არ დამართო.”
ლადო კახაძე – “ქართული ოცნების” დეპუტატი.
ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.