Amazon-ის დამფუძნებელმა Jeff Bezos კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. ის Spacex-ის და Tesla-ს დამფუძნებელს Elon Musk-ს ჩაენაცვლა, რომელმაც უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა.
გუშინდელი სავაჭრო დღის დასრულების შედეგად, ილონ მასკის ქონება 4.5 მილიარდი დოლარით შემცირდა და 190 მილიარდ დოლარი გახდა.
იმავე პერიოდში, ჯეფ ბეზოსის ქონება მხოლოდ 390 მილიონი დოლარით შემცირდა და ჯამურად 191 მილიარდი დოლარი შეადგინა.
სიის მესამე ადგილს 137 მილიარდი კვლავაც Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზე ფრანგული პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგის LVMH-ის მფლობელი, ბერნარ არნოა.