ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში ქალი ნაჯახით მოკლეს

“თელავში მამაკაცმა ქალი ნაჯახით  მოკლა”. – ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავში, ნადიკვარის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებული ელენე თ-ს ნაჯახით თავის არეში სასაკივდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც  ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიმიტრი მ. თელავში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული შესაძლო იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

 

იტვირთბა....