ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – კლინიკის დირექტორის განცხადება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მსახიობი კახი კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკის დირექტორმა “ინტერნეტპრესნიუს” განუცხადა, კახი კავსაძე რამდენიმე დღეა კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მისივე განცხადებით, მსახიობს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აქვს.

„მძიმე იყო მისი მდგომარეობა, მაგრამ ახლა საშუალო სიმძიმისაა, ახლა გაცილებით უკეთ არის. 3-4 დღის წინ სახლიდან გადმოიყვანეს კლინიკაში“, – განაცხადა ტურძელაძემ.

იტვირთბა....