“პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვემხრობი კანონის უზენაესობას. პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში, ხომ ხვდებით.”
ელისო ბოლქვაძე – “ქართული ოცნების” დეპუტატი.
ამის შესახებ მან “მთავარი არხს” განუცხადა.
ცნობისათვის, პროკურატურა ნიკა მელიასთვის, გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხვალ, დღეს საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.