ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნიკა მელია არის ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟი” – მიხეილ ყაველაშვილი

„ეს ადამიანი არის ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟი, თითქოს დასცინის, მაგრამ ვის დასცინის. რა უნდა ამ ადამიანს, შეურაცხყოფას რომ აყენებს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციაა. საკუთარ ქვეყანაზე მაღლა აყენებს თავის თავს. თან რომ ამბობს, რომ კანონმორჩილია და ახსენებს რაღაც გვარებს, რომ იმის გამო არღვევს კანონს, რაღაც მარაზმში გადადის, ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?“

მიხეილ ყავლეაშვილი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ცნობისათვის, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური გასული წლის 1-ლი ნოემბრის აქციაზე მოიხსნა და გადააგდო. ამის გამო, მას გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მას შემდეგ, რაც მელიამ გირაო არ გადაიხადა, პროკურატურამ მისთვის პატიმრობა მოითხოვა და ნებართვის მისაღებად, პარლამენტს მიმართა. საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებენ.

იტვირთბა....