ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნიკა მელიას დასაკავებლად მათ არ ეყოფათ პოლიტიკური სიმამაცე” – დავით ბაქრაძე

“დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიას დასაკავებლად მათ არ ეყოფათ პოლიტიკური სიმამაცე და ეყოფათ ელემენტარული გონიერება, იმიტომ, რომ ნიკა მელიას დაკავება იქნება უკანონობა, ამას ექნება ძალიან მძიმე საერთაშორისო ფასი და ძალიან მძიმე ფასი ქვეყნის შიგნით.”

დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს” წევრი.

ამის შესახებ მან “TV პირველს” განუცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მათ საპროტესტო აქციები დააანონსეს და ასევე განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას გადაწყვეტს, მას ფიზიკურად დაიცავენ.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხვალ, 16 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

იტვირთბა....