aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს – დგანან გავრილოვების მხარეს თუ ანწუხელიძეების, კოსტავების და ეროვნული ღირსების მხარეს”- ნიკა მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ტვ “პირველთან” მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ის  2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და მასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებაზე საუბრობს.

როგორც ნიკა მელიამ ბრიგინგზე განაცხადა, რუსი დეპუტატის შეფასება, რომ 20 ივნისის მოვლენები ეს იყო სახელმწიფოს გადატრიალება, ნათელს ფენს პოლიტიკურ მოვლენებს.

“ერთი საათის წინ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფოს გადატრიალებად აფასებს. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად პირდაპირი დირექტივა 20 ივნისის მონაწილეთა პირების წინააღმდეგ,”- აცხადებს ნიკა მელია.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, “ქართულმა ოცნებამ”უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ მხარეს დადგება- სახელმწიფოს ინტერესების დამცველების თუ ოკუპანტების ინტერესების მხარეს.

“ბევრი აქ სალაპარაკო არაა რაც დარჩა, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. ყველა ქართული ოცნების დეპუტატმა საკყთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევს, რომელ მხარეზე დგანან, დგანან გავრილოვების მხარეს თუ ანწუხელიძის, კოსტავების, შარტავების, გამსახურდიესბის და ეროვნული ღირსებოს მხარეს,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა TV “პირველს” ექსკლუიურად ინტერვიუ მისცა, სადაც  2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და მასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებაზე საუბრობს. გავრილოვი ინტერვიუში აცხადებს, რომ . ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მოახდინოს საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია.

 

 

იტვირთბა....