“მაგ ხალხთან ერთად, (ოპოზიციის ლიდერებთან) ბევრთან მოგვიწევია, კახა კუკავასთან ერთადაც მომიწევია. რა პრობლემაა, ახალგაზრდა ხალხი ვართ , მაგრამ, ამის წამოძახება არასწორია, ბოლო-ბოლო ერთადაც მოგვიწევია”.
იაგო ხვიჩია – პარტია “გირჩის” ლიდერი
აღნიშნულით იაგო ხვიჩია კახა კუკავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე “გირჩის” ლიდერები “დაბოლილები” მოვიდნენ.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ენმ-ის თავმჯდომნარეს ნიკა მელიას შეეხო. შეხვედრაზე განსახილველი იყო, როგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი ნიკა მელიას დაკავებას.
პარტია „გირჩის“ წევრებმა, იაგო ხვიჩიამ, სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს. მათ მიზეზად განაცხადეს, რომ ოპოზიციური სპექტრი მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს.