ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე, საერთოდ, ეჭვი მეპარება, რომ გაიგეს, რაზე იყო შეხვედრაზე საუბარი”

პარტია  „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ „გირჩის“ წევრების შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც კუკავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე „გირჩი“ „დაბოლილი“ იყო.ამითო არ შეუძლია მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხოს.

„მე, საერთოდ, ეჭვი მეპარება, რომ გაიგეს, რაზე იყო შიგნით საუბარი. დღევანდელ შეხვედრაზე „გირჩი“ „დაბოლილი“ იყო, ამიტომაც ვერ გაგცემთ პასუხს იმის შესახებ, რა განცხადებებიც გარეთ გააკეთეს,“- განაცხადა კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა  გაიმართა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ენმ-ის თავმჯდომნარეს ნიკა მელიას შეეხო. შეხვედრაზე განსახილველი იყო, როგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი ნიკა მელიას დაკავებას.

შეხვედრა მალევე დატოვეს  „გირჩის“ წევრებმა. მათ მიზეზად განაცხადეს, რომ ოპოზიციური სპექტრი მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშის თამაში. ზოგადად, განწყობაც ეს იყო, სადაც აღვნიშნეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის“.

 

იტვირთბა....