საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას დე-ფაქტო მოსამართლეთა კოლეგიაში არ გაასაჩივრებს.
ამის შესახებ გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზიმ განაცხადა. მიის თქმით, ეს ინფორმაცია მას გახელაძის ადვოკატმა მიაწოდა.
„გუშინ დარეკა ადვოკატმა, მითხრა, რომ ზაზა გასაჩივრებას არ აპირებს. რის საფუძველზე, რატომ, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს გრძნობს ნორმალურად”, – აცხადებს ირმა ბუთხუზი.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).