ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეუფე ნიკოლოზი სკანდალში ეხვევა – ბერის საიდუმლო წერილი, სადაც მეუფეს თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

უცხოეთში მცხოვრები სასულიერო პირი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის წინამძღვარს ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ეპარქიისთვის განკუთვნილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად “შაბათის ფორმულა” ავრცელებს.

“შაბათის ფორმულამ” ბერის წერილი ექსკლუზიურად მოიპოვა, სადაც სასულიერო დეტალურად აღწერს იმ ხარჯებს, რაც დონორებმა ეპარქიის დასახმარებლად გამოყვეს.

წერილში სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ 7 წლის განმავლობაში მიღებული თანხები მეუფე ნიკოლოზმა სახლებისა და რეიდენციის გასარემონტებლად, ძვირადღირებული ტექნიკის შესაძენად და ახალი მანქანის საყიდლად დახარჯა.

ბერი იმასაც წერს, რომ მეუფე ნიკოლოზმა და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 800 000 დოლარი ამერიკელებისგან სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერის სახით მიიღეს, თუმცა ამ თანხის უმეტესი ნაწილი, მისი თქმით, გაიფლანგა.

“400 000 დოლარზე მეტი ოდენობის ტრანზაქცია განკუთვნილი იყო თქვენი პროექტებისა და ეპარქიების საჭიროებებისთვის. ამ 7 წლის განმავლობაში, ამ თანხებიდამ შეძენილ და გარემონტებულ იქნა თქვენი რეზიდენცია 35 000 დოლარად და საცხოვრებელი სახლი, აეროპორტის დასახლებაში 20 000 დოლარად.

2007 წელს თქვენი 10-დღიანი ვიზიტის ხარჯმა 50 000 დოლარს გადააჭარბა, რაც თქვენი ძვირადღირებული მოთხოვნებით იყო განპირობებული. ყველა სტანდარტის მიხედვით, დღიური საარსებო 5 000 დოლარის ოდენობით – ძალიან ექსტრავაგანტულია.

ამ თანხიდან 3 000 დოლარი განკუთვნილი იყო თქვენი ამერიკელი სტუმრისთვის, სიდონია სტანბერისთვის, რათა მას ჰქონოდა პერსონალური ტრანსპორტირების საშუალება. თუმცა, როდესაც გერმანიაში ბროკერმა შესაბამისი თანხა მიიღო, თქვენ შეცვალეთ გადაწყვეტილება და გერმანიიდან მერსედეს ბენცი ჩამოიყვანეთ, თქვენი პირადი მოხმარებისთვის. როდესაც მე ჩემი გაკვირვება გამოვხატე, თქვენ განაცხადეთ, რომ როგორც ეპისკოპოსს – თქვენ გქონდათ უფლება, შეგეცვალათ შემოწირულობის მიზნობრიობა თქვენი პირადი შეხედულებისამებრ”, – წერს სასულიერო პირი.

აღნიშნულ ბრალს მეუფე ნიკოლოზი სიცრუეს უწოდებს.

იტვირთბა....