ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “ვიდრე თავს მოიკლავდა, წინა დღეს ველაპარაკე”- რა მოუყვა 14 წლის გოგონამ დედას თვითმკვლელობამდე

ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში გარცავლილი 14 წლის გოგონას დედა მისი სვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვს.

როგორც გოგონას დედა,  მერი რომანაძე  “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ამბობსმ ის თურქეთიდან ყველაფრის გასარკვევად ჩამოვიდა.

“მე თურქეთიდან რაც შემეძლო, მთელი საქართველო ფეხზე დავაყენე და ვერაფერი ვერ გავაკეთე. ვინც ჩემი შვილი მიწაში ჩადო, ყველა უნდა დაისაჯოს. ჩამოვედი, რომ ყველაფერი გავარკვიო,”- ამბობს მოზარდის დედა.

რომანაძე აღნიშნავს, რომ გოგონა მასთან, თურქეთში წასვლას აპირებდა, რის გამოც ძალიან ბედნიერი იყო.

“ვიდრე თავს მოიკლავდა, წინა დღეს ველაპარაკე, ძალიან ბედნიერი იყო. უხაროდა, რომ ჩემთან მოდიოდა. ბედნიერი იყო, მეორე დღეს რომ ეს ამბავი გავიგე, გავგიჟდი,”- ამბობს გარდაცვლილის დედა.

რომანაძის ინფორმაციით, ჩაქველმა ახალგაზრდა მამაკაცმა გოგონაზე პირველად ივლისში იძალადა, მაგრამ ეს ამბავი არ გაახმაურა. მისი თქმით, მოზარდი ძალადობის მსხვერპლი მეორედ დეკემბერში გახდა.

“მითხრს სახლიდან გავიდა და სად არისო. ეგონათ, ვინმეს გაჰყვა. ერთი რამე იყო დაკარგული.

ბავსვა მე მითრხა, დედა ნამდვილად იძალადა ჩემზეო,”- აცხადებს რომანაძე.

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ამბავი ოჯახში შეიტყვეს, მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ.

14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა. სქესობრივი კავშირის  მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.

იტვირთბა....