ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილი ხდება, თუ სად მოხდა მიწისძვრა, რომლის ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა

თბილისის დროით დაახლოებით 15:30 საათზე საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. –  ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, ერევნიდან 12 კილომეტრში სოფელ ვანაშენთან დაფიქსირდა.

ევროპული სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, სტიქიის სიმძლავრემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.

იტვირთბა....