საქართღველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავა მღვდელმთავრის ხარისხიდან არ განკვეთა.
როგორც სინოდის განჩინებაში წერია, შეიქმნება სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ქმედებებს.
“ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.
წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას.
ცნობისთვის, სინოდმა მეუფე პეტრეს მღვდელმოქმედება 2019 წლის 31 სექტემბერს შეუჩერა და მოსანანიებლად მონასტერში გაგზავნა. ხოლო ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის განჩინებას არ დაემორჩილა, ამირომ არსებობდა მოლოდინი, რომ სხდომაზე სინოდი პეტრეს სასულიერო ხარისხიდან განკვეთდა,”- აღნიშნულია 2021 წლის 11 თებერვლის სინოდის განჩინებაში.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ “ფეისბუკ” გვერდზე სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება გამოაქვეყა. თუმცა, სამატრიარქომ გამოქვეყნებული განჩინება ცოტა ხნის შემდეგ გვერდიდან წაშალა.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართა. სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. წმინდა სინოდი ტრადიციულად წელიწადში ორჯერ იკრიბება.